იგუაინი
Aa
Aa

იგუაინი "ინტერში"?

"ჩელსის" არგენტინელი თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" იჯარის წესით იმყოფება, შესაძლოა "ინტერში" აღმოჩნდეს.

Calciomercato-ს ცნობით "ლურჯები" "პიპიტას" გამოსყიდვას არ აპირებენ და 31 წლის ცენტრფორვარდი არც "იუვენტუსის" სამომავლო გეგმებში შედის.

"არისტოკრატების" უარი გასაგებია. იგუაინმა ლონდონელთა ავანსები ვერ გაამართლა. რაც შეეხება "ბიანკონერის", "ბებერ ქალბატონს" არ სურს გონსალოს წელიწადში დაახლოებით 8 მილიონი ევრო გადაუხადოს. (იგუაინის ხელფასი სწორედ ამდენია).

იტალიური გამოცემის მიხედვით არგენტინელის ტრანსფერი "ნერაძურის" სწორედ ამიტომ შესთავაზეს. მილანური კლუბი უახლოეს მომავალში შესაძლოა მაურო იკარდიმ დატოვოს და "პიპიტა" მის შემცვლელად მოიაზრება.

იგუაინი წლეულს საშინლად გამოიყურება. "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ გონსალომ მეტოქე გუნდების კარის აღება მხოლოდ ოთხჯერ მოახერხა და ლონდონურ გულშემატკივარს იმედი გაუცრუა. მაურიციო სარი დარწმუნებული იყო, რომ "პიპიტა" სასურველ ფორმას დაიბრუნებდა, მაგრამ არგენტინელი საშინლად გამოიყურება და"ნისლიან ალბიონზე" კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები