კიდევ ერთი ტრაგედია... ემილიანო სალას მამა გარდაიცვალა...
Aa
Aa

კიდევ ერთი ტრაგედია... ემილიანო სალას მამა გარდაიცვალა...

რამდენიმე საათის წინ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ემილიანო სალას, მამა, ჰორაციო გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია არგენტინულმა გამოცემებმა გაავრცელეს.

როგორც ირკვევა 58 წლის ჰორაციოს ღამით გულის შეტევა დაემართა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ქალაქ პროგრესოს მერმა, ხულიო მულერმაც, გააკეთა: "დილის 5 საათზე ჰორაციოს მეუღლემ დამირეკა, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმები ადგილზე იყვნენ და ჰორაციოს გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა ვერაფერი გააწყვეს და სამწუხაროდ მე როცა მივედი უკვე გარდაცვლილი იყო"...

"ჰორაციომ ემილიანოს ტრაგედია ვერ გადაიტანა... სალას ცხედარი რომ იპოვეს ეგონა ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ"...

58 წლის ჰორაციომ შვილის გარდაცვალება ძალიან განიცადა. ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა: "ჯერ კიდევ არ მჯერა! ეს ყველაფერი სიზმარია. საშინელი კოშმარი! სასოწარკვეთილი ვარ“...

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი, რომელზეც დევიდ იბბოტსონი და ემილიანო სალა იმყოფებოდნენ რადარებიდან 21 იანვარს გაქრა. მაშველებმა ემილიანოს ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

სალა "კარდიფმა" „ნანტისგან“ 15 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაიბირა. ტრანსფერის შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელი საფრანგეთში თანაგუნდელებთან გამოსამშვიდობებლად ჩაფრინდა. ტრაგედია კი ბრიტანეთში დაბრუნებისას დატრიალდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები