პოგბა მიდის? რაიოლამ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გასამართი შეხვედრები გააუქმა
Aa
Aa

პოგბა მიდის? რაიოლამ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გასამართი შეხვედრები გააუქმა

The Sun-ის ცნობით პოლ პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გასამართი შეხვედრები გააუქმა. ბრიტანული ტაბლოიდის მიხედვით ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ზაფხულში ფრანგი ნახევარმცველი "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას გეგმავს.

პოგბა "მანჩესტერის" ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა მნიშვნელოვან თამაშებში გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს და გამონაკლისი არც "სიტისთან" გამართული მატჩი ყოფილა.

გავრცელებული ინფორმაციით "იუნაიტედის" ფეხბურთელები თვლიან, რომ სულშერი ის სპეციალისტი არაა, რომელიც პოგბას ეგოსთან გამკლავებას შეძლებს.

ფრანგ ნახევარმცველს კარიერის ესპანეთში გაგრძელება სურს და მხოლოდ ორ ვარიანტს განიხილავს - "ბარსა" და "რეალი".

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კატალონიელებმა ფრენკი დე იონგის შეძენის შემდეგ კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატება მოინდომონ. აქედან გამომდინარე "სამეფო კლუბს" დიდი უპირატესობა აქვს, თუმცა "ლოს ბლანკოსს" შესაძლოა კონკურენცია ტურინის "იუვენტუსმა" გაუწიოს, რომელიც ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს.

პოგბას სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, თუმცა მის მსურველ კლუბს 100 მილიონზე მეტის გადახდა ნამდვილად მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები