პსჟ-ს დე ხეას შეძენა სურს და შეთავაზებას ამზადებს
Aa
Aa

პსჟ-ს დე ხეას შეძენა სურს და შეთავაზებას ამზადებს

"პარი სენ-ჟერმენი" "მანჩესტერ იუნაიტედის" 28 წლის მეკარის, დავიდ დე ხეას, შეძენითაა დაინტერესებული. The Sun-ის ინფორმაციით ფრანგები წინადადებას ამზადებენ და "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს ესპანელი გოლკიპერის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ.

"წითელ ეშმაკებს" დე ხეას გასხვისება არ სურთ და მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ, თუმცა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ცნობით პარიზელები გეგმავენ დე ხეას მოთხოვნა დააკმაყოფილონ და მზად არიან ხელფასის სახით კვირაში 350 000 ფუნტი გადაუხადონ.

28 წლის ესპანელს "მანჩესტერთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და გამორიცხული არაა "იუნაიტედის" მესვეურებს მისი გასხვისება მოუწიოთ. უცხოურ პრესას თუ დავუჯერებთ დე ხეას შეძენით პსჟ-ს გარდა "იუვენტუსიცაა" დაინტერესებული.

დე ხეას მიმდინარე სეზონში "ნისლიან ალბიონზე" ხშირად აკრიტიკებენ. "წითელი ეშმაკების" მეკარე ჩვეულ თამაშს ვერ აჩვენებს და კარის მშრალად შენახვა ბოლო 12 შეხვედრიდან ვერცერთში მოახერხა. რაც შეეხება "მანჩესტერს", სულშერის გუნდი საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და მომდევნო შეხვედრას უშუალო კონკურენტის, ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები