ასენსიოს აგენტი:
Aa
Aa

ასენსიოს აგენტი: "რეალს ჩემი კლიენტის სანაცვლოდ 180 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ..."

მადრიდის "რეალი" მარკო ასენსიოს გასხვისებას არ აპირებს. ესპანელი ფეხბურთელის აგენტის თქმით "სამეფო კლუბმა" 23 წლის მოთამაშე არც 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმო.

ორაციო გაჯიოლომ თავისი კლიენტის შესახებ ESPN-თან ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო თემას შეეხო: "უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში "რეალს" ასენსიო სანაცვლოდ 180 მილიონი ევრო შესთავაზეს. იყო 150 მილიონიანი წინადადებაც, თუმცა "სამეფო კლუბმა" ისინი არც კი განიხილა".

"მარკო მაღალი დონის ფეხბურთელია და ევროპული გრანდების ინტერესი სავსებით გასაგებია, მაგრამ ასენსიომ არაერთხელ განაცხადა, რომ მადრიდში თავს ბედნიერად გრძნობს და სურს წარმატებას "რეალთან" ერთად მიაღწიოს. მარკო ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია. ასენსიოს გასხვისება არც "სამეფო კლუბის" გეგმებში შედის".

ასენსიომ მიმდინარე სეზონში 33 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო. სანტიაგო სოლარი ესპანელ ფეხბურთელს დიდად არ ენდობოდა, თუმცა ზინედინ ზიდანის გუნდში მისვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ასენსიომ ბოლო 6 მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები