პროდუქტიული ვაკო გვილია: 3 საგოლე პასი ბოლო 4 მატჩში
Aa
Aa

პროდუქტიული ვაკო გვილია: 3 საგოლე პასი ბოლო 4 მატჩში

პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში ვროცლავის ''შლიონსკი'' საკუთარ მოედანზე ზაბჟეს ''გურნიკთან'' 1:2 დამარცხდა. პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შესვენების შემდეგ ვაკო გვილიას გუნდმა 2 გოლი შეაგდო და ''ქამბექი'' შემოგვთავაზა. ''გურნიკმა'' გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე შეაგდო, საგოლე გადაცემა ვაკო გვილიას ანგარიშზეა.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა პოლონეთის ჩემპიონატის გასულ 4 მატჩში 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდს ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაეხმარა საგოლე პასით.

გვილია შვეიცარიული ''ლუცერნის'' საკუთრებაა და პოლონურ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ასპარეზობს. მოთამაშე ''გურნიკს'' გასულ ზამთარში შეუერთდა. მას შემდეგ გვილიამ პოლონეთის უმაღლეს ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

პოლონეთის ჩემპიონატის მეორე რვა გუნდს შორის ''გურნიკი'' 37 ქულით მესამე ადგილზეა. პოლონეთის ელიტარულ ლიგას 2 გუნდი დატოვებს.

ამავე ტურში გიორგი მერებაშვილის პლოცკის ''ვისლამ'' შინ ვატო არველაძის ''კორონა'' 2:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. 62-ე წუთზე მერებაშვილი ჩაერთო თამაშში, 72-ე წუთზე კი სტუმართა მწვრთნელმა არველაძეს მისცა თამაშის შანსი. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. შესაბამისად, ქართველ ფეხბურთელებს საგოლე კომბინაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

სოსნოვიეცის ''ზაგლემბემ'' შინ კრაკოვის ''ვისლა'' 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე გიორგი გაბედავა შესვენების შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. 82-ე წუთზე თამაშში მასპინძელთა კიდევ ერთი შემტევი გიორგი ივანიშვილი ჩაერთო. მათი გუნდი 28 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა ელიტაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები