ხარაიშვილი საგოლე პასით დაბრუნდა და ''გიოტებორგი'' მარცხს გადაურჩა
Aa
Aa

ხარაიშვილი საგოლე პასით დაბრუნდა და ''გიოტებორგი'' მარცხს გადაურჩა

შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 2019 წლის სეზონის მე-5 ტურში ''კალმარისა'' და ''გიოტებორგის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მესამე ტურში  ''იურგორდენთან'' მიღებული წითელი ბარათის გამო გიორგი ხარაიშვილმა ''ჰელსინგბორგთან'' შეხვედრა გამოტოვა და ''გიოტებორგს'' ''კალმართან'' შეხვედრაში დაუბრუნდა.

22 წლის ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და 88-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა, მის შესრულებულ კუთხურს სომხეთის ეროვნული გუნდის მცველის, ანდრე ცალისირის თავური დარტყმა მოჰყვა და ''გიოტებორგი'' მარცხს გადაურჩა.

 

გიორგი ხარაიშვილმა, რომელიც შვედურ კლუბში მეორე სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონში შვედეთის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა და პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიმდინარე სეზონში ''გიოტებორგმა'' საწყისი ხუთი ტურიდან 2 მატჩი მოიგო, ორ შეხვედრაში დამარცხდა და ''კალმართან'' 1 ქულა აიღო.

მე-6 ტურში ''გიოტებორგის'' მეტოქე აიკ-ი იქნება. მატჩი 29 აპრილს გაიმართება.

მთავარ ფოტოზე: ''გიოტებორგის'' მთავარი მწვრთნელი პოია ასბაგი და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გიორგი ხარაიშვილი

ფოტო: ifkgoteborg.se

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები