სამპაოლი:
Aa
Aa

სამპაოლი: "მესი იტანჯება"...

"ალბისელესტეს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი არგენტინის ეროვნულ რიგებში წარმატებას იმიტომ ვერ აღწევს, რომ ქვეყანაში მისგან ძალიან ბევრს ითხოვენ.

59 წლის სპეციალისტის თქმით "ბარსელონას" სუპერვარსკლავი ძალიან იტანჯება, რადგან არგენტინელები მისი წარმატებით სიამოვნებას ვერ იღებენ და ყველაფრის განადგურებაზე არიან ორიენტირებულები.

სამპაოლიმ საკუთარი მოსაზრება უცხოურ გამოცემებთან საუბრისას დააფიქსირა და განაცხადა: "მე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელს ვწვრთნიდი. არ ვიცი საფეხბურთო სამყარო მას საუკეთესოდ მიიჩნევს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაში 600-ზე მეტი გოლი გაიტანა და უამრავი რეკორდი დაამხო. სამწუხაროდ მიუხედავად ამისა ჩვენს სამშობლოში ლეოს რეგულარულად აკრიტიკებენ".

"მესი უბრალო ადამიანია და სასწაულების ჩადენა არ შეუძლია. არგენტინელები ლეოს თამაშით ისეთ სიამოვნებას ვერ იღებენ, როგორც "ბლაუგრანას" გულშემატკივრები".

"მესი ძალიან იტანჯება! ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ნამდვილად იტანჯება".

"არგენტინული საზოგადოება ლეოს თამაშით სიამოვნებას ვერ იღებს და მუდამ ყველაფრის კრიტიკაზე და განადგურებაზეა ორიენტირებული. ამის გამო ლეოს სერიოზული პრობლემები აქვს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები