ლუკაკუ:
Aa
Aa

ლუკაკუ: "იმედი მაქვს ადრე თუ გვიან იტალიაში ვითამაშებ"

რომელუ ლუკაკუს მანჩესტერული მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბელგიელ ფორვარდს "ოლდ ტრაფორდზე" სათამაშო დრო არ ეძლევა და გამორიცხული არაა "ოცნებათა თეატრის" დატოვება გადაწყვიტოს.

ლუკაკუს იტალიაში თამაში სურს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მან "მანჩესტერის" გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ "იუვენტუსის" რიგებში სიამოვნებით იასპარეზებდა.

ბელგიელი Sky Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამ თემას კიდევ ერთხელ შეეხო და ასეთი განცხადება გააკეთა: "იტალიაში თამაში ჩემი ოცნებაა! სერია A-ში დიდი სიამოვნებით ვიასპარეზებდი".

"იმედი მაქვს ადრე თუ გვიან იტალიაში ვითამაშებ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად მხოლოდ "მანჩესტერზე" ვარ კონცენტრირებული".

ლუკაკუ ბოლო პერიოდში ოლე გუნარ სულშერის იმედებს ვერ ამართლებს და არც სეზონის სტარზე ბრწყინავდა. ბელგიელმა მანჩესტერულ დერბიში მინდორზე საკმაოდ ცოტა დრო გაატარა და თავი არაფრით გამოუჩენია. "იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელები ლუკაკუს ხშირად აკრიტიკებენ და მის გაშვებას აქტიურად ითხოვენ. ასე რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში რომელუს ოცნება აუხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები