მომენტი, როცა რონალდუმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ მოურინიოს კრიტიკას მაინც ვერ გადაურჩა
Aa
Aa

მომენტი, როცა რონალდუმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ მოურინიოს კრიტიკას მაინც ვერ გადაურჩა

"მადრიდის რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელ ადებაიორმა, ჟოზე მოურინიოსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა და ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც პორტუგალიელი ფეხბურთელის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ დაფიქსირდა.

ადებაიორი, რომელიც თავის დროზე "არსენალში", "ტოტენჰემში" და "სიტიში" გამოდიოდა, "სამეფო კლუბის" ღირსებას 2011 წლის სეზონში იცავდა. ტოგოელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" იჯარის წესით იმყოფებოდა და 22 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოასწრო.

Daily Mail-სთვის მიცემულ ინტერვიუში ადებაიორი პორტუგალიელი სპეციალისტის უნიკალურ სტილს შეეხო და განაცხადა: "ერთხელ პირველი ტაიმის შემდეგ 3-0-ს ვიგებდით. მიუხედავად ამისა მოურინიო გასახდელში შემოვიდა და "გაგიჟდა"! ჟოზემ მაცივარს და ტელევიზორს ფეხი დაარტყა და წყლის ბოთლები ისროლა. მან ყველა ფეხბურთელი მიწასთან გაასწორა".

"მახსოვს ერთხელ რონალდუ გააკრიტიკა, არადა კრიშტიანუს ჰეთ-თრიქი ჰქონდა შესრულებული. მოურინიომ მას ასეთი სიტყვებით მიმართა: "ყველა ამბობს რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, თუმცა საშინლად თამაშობ! დამიმტკიცე, რომ საუკეთესო ხარ"!

"რონალდუს ყველა შეხვედრაში ჰეთ-თრიქი რომ შეესრულებინა, მოურინიო მაინც იმ ერთადერთ მომენტს გაიხსენებდა, როცა კრიშტიანუმ ხელსაყრელი სიტუაციის გამოყენება და გოლის შეგდება ვერ მოახერხა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები