ბათუმის ''დინამო'' შესაძლოა გაიყიდოს
Aa
Aa

ბათუმის ''დინამო'' შესაძლოა გაიყიდოს

საფეხბურთო კლუბი ბათუმის ''დინამო'' შესაძლოა გაიყიდოს. აღნიშნულ თემაზე პოლიტიკოსმა, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა ნოდარ დუმბაძემ ისაუბრა.

დუმბაძის სიტყვებს აჭარის ტელევიზია ავრცელებს:''თავის დროზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ის სიტუაცია, რაც ბათუმის ''დინამოსთან'' მიმართებაში ხდება უფრო თვითმარქვია მმართველობას გავს, ვიდრე მერიის მხრიდან შპს-ის ხელმძღვანელობას. თუ ვაძლევთ გუნდს იმ ადამიანს, რომელიც ყურადღებას აქცევს დღეს ბათუმის ''დინამოს''​, საბოლოოდ გადავწყვიტოთ და მივცეთ. ან აუქციონზე გამოვიტანოთ და გავყიდოთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს ექნება ყიდვის სურვილი და ეს იქნება გუნდის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.''

ბათუმის ''დინამოს'' გენერალური სპონსორი ''ეიჩ გრუპია,'' რომელსაც არჩილ ბერიძე ხელმძღვანელობს. ბიზნესმენი კლუბის შესყიდვითაცაა დაინტერესებული. 2017 წელს, როცა კლუბის გაყიდვაზე იყო საუბარი, მერიაში დაინტერესებულ პირთა შორის არჩილ ბერიძის განცხადებაც შევიდა.

ამჟამად კლუბი​ მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, შპს "ბათუმის დინამოს" მერიის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი ჰყავს. კლუბში თვითმმართველობა მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას აფინანასებს.

ნოდარ დუმბაძის აზრს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაეთანხმა. აჭარის ტელევიზიას ბათუმის მერიაში განუცხადეს, რომ კლუბის შესყიდვით დაინტერესებულთა წინადადებებს აქტიურად განიხილავენ.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები