კლოპი: „შენ
Aa
Aa

კლოპი: „შენ "ბარსელონას" წინააღმდეგ ფავორიტი არასდროს ხარ"

„ლივერპულის“ თავკაცმა იურგენ კლოპმა DAZN-თან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„კლოპო“ „ბარსელონასთან“ მოახლოებულ დაპირისპირებასაც შეეხო და დაასახელა გუნდები, რომელთა მატჩებსაც ყველაზე ხშირად უყურებს.

„როდესაც თავისუფალი დრო მაქვს სულ ვცდილობ, რომ „დორტმუნდის“ თამაშებს ვუყურო, რადგან ეს გუნდი კვლავ ჩემი ნაწილია.

ასევე, არის სამი გუნდი რომელთა თამაშის ცქერა სულ მსიამოვნებს - „მანჩესტერ სიტი“, „ბარსელონა“ და „ტოტენჰემი“.

„ვერდერისა“ და „მაინცის“ მატჩებსაც ხშირად ვუყურებ. მათთან ისევ ვარ დაკავშირებული. გასაოცარია თუ როგორ თამაშობენ ისინი სანდრო შვარცის ხელმძღვანელობით.

„რეალის“ წინააღმდეგ ბევრჯერ ვითამაშე, თუმცა არცერთხელ „ბარსელონასთან“.

შენ გინდა, რომ ნახო რა არის შესაძლებელი. „ბარსელონას“ შესახებ ყველაზე მაგარი რამ არის ის, რომ შენ მათ წინააღმდეგ ფავორიტი არასდროს ხარ.

მათ, რომ გაუმკლავდე რაღაც განსხვავებული უნდა გააკეთო. ეს მიმზიდველია. ამ მომენტისთვის მე მათ წინააღმდეგ კონკრეტული გეგმაც კი არ მაქვს შემუშავებული.

ზოგიერთი დიდი კლუბი დროდადრო ძირეულ ცვლილებებს მიმართავს. მაგალითად, „რეალმა“ რონალდუ გაყიდა, „ბაიერნი“ დიდი ცვლილებებისთვის ემზადება, უახლოეს მომავალში ყველა დიდი კლუბი ამ გზას მიმართავს“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსა“ „ლივერპულს“ 1 მაისს „კამპ ნოუზე“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები