რონალდუ ალეგრის გაშვებას ითხოვს და გუარდიოლასთან მუშაობა სურს!
Aa
Aa

რონალდუ ალეგრის გაშვებას ითხოვს და გუარდიოლასთან მუშაობა სურს!

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ „იუვენტუსში“ არეულობა გრძელდება.

„აიაქსთან“ დამარცხების შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ის კლუბის პრეზიდენტს შეხვდებოდა და მომავალზე დაილაპარაკებდა. „მედ მაქსის“ თქმით ის გუნდში რჩება, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად როდია...

გუნდის თამაშით უკმაყოფილოა რონალდუ, რომელიც ამ ფორმაციის „იუვენტუსის“ სამომავლო გეგმებს სკეპტიკურად უყურებს და შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვს.

დღეს კი Diaro Gol-მა დაწერა, რომ რონალდუს მთავარი მოთხოვნა ალეგრის წასვლაა. პორტუგალიელს მის ნაცვლად გუნდში პეპ გუარდიოლას ხილვა სურს.

პეპისა და „იუვენტუსის“ შესახებ რამდენიმე თვის წინაც დაიწერა და ხსენებული ინფორმაცია გუარდიოლამ უარყო.

აი რა განაცხადა პეპმა მაშინ: "მე "სიტისთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს და წასასვლელად ვემზადები? ეს შეუძლებელია.

იმ შემთხვევაშიც კი თუ კლუბი მე დამითხოვს. ასეთ ვარიანტში მე სახლში წავალ. თუ "სიტი" მოინდომებს მე აქ ორი წლით დავრჩები და იმედი მაქვს კიდევ ერთითაც.

უახლოეს ორ წელიწადში "იუვენტუსში" გადასვლას არ ვაპირებ.

ვიცი, რომ დღეს სოციალურ ქსელებს დიდი გავლენა აქვთ, მაგრამ ეს ყველაფერი მე არ მესმის, არ მესმის. ვიღაცა ტვიტერში რაღაცას დაწერს და ამის შემდეგ მსხვილი გამოცემები ამტკიცებენ, რომ მე 4 წლით "იუვენტუსში" მივდივარ. ეს რატომ ხდება? ისინი ჩემთან დაკავშირებას საერთოდ არ ცდილობენ, არ უკავშირდებიან არც ჩემს აგენტსა და არც მასიმილიანო ალეგრის, არც "სიტისა" და არც "იუვენტუსს".

ალეგრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება საწყენია".

გუნდიდან ალეგრის გაშვება ერთია და შემდეგ გუარდიოლას გადმობირება მეორე. თან, როგორც ხედავთ პეპი ინგლისის დატოვებას ამ ეტაპზე არ გეგმავს და მის გასაშვებად მზად არც „სიტია“.

რონალდუ და გუარდიოლა წარსულში ერთმანეთს ბევრჯერ დაუპირისპირდნენ და როგორც მოგეხსენებათ, მათ არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ პეპმა რონალდუსთან მუშაობა მოინდომოს.

ყველაფრის გათვალისწინებით, მიმდინარე სეზონის ბოლოს პეპის ტურინში ხილვა მაინც ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ალეგრის სკამი რომ შერყეულია ეს ცხადია. „მედ მაქსის“ წასვლას ქომაგების უდიდესი ნაწილი ითხოვს და როგორც ჩანს, მათ რონალდუც ეთანხმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები