Aa
Aa

"ფულემმა" "იუვენტუსს" დასცინა

ოთხშაბათს სოციალურ ქსელებში ფოტოები გავრცელდა, რომლებშიც პაულო დიბალა და ფედერიკო ბერნარდესკი ტურინის „იუვენტუსის“ 2019-20 წლების სეზონის საშინაო მაისურში არიან გამოწყობილნი. „ბიანკონერი“ ოფიციალური პრეზენტაციის გამართვას რამდენიმე კვირის შემდეგ გეგმავდა, თუმცა როგორც ჩანს ინფორმაციის სათანადოდ დაცვა ვერ მოახერხა.

ინტერნეტსივრცეში დიზაინში შეტანილ ცვლილებებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. „ბებერი ქალბატონის“ ქომაგთა უმრავლესობა უკმაყოფილო იყო და მის წინააღმდეგ აქტიური კამპანიაც წამოიწყო.

„ბიანკონერის“ ახალ საშინაო მაისურს „ფულემიც“ გამოეხმაურა. „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ლონდონურმა კლუბმა გავრცელებული ფოტოები გამოაქვეყნა და თან ასეთი ტექსტი დაურთო: „მუდამ ჩვენს ჩრდილქვეშ“.

აღსანიშნავია, რომ „ფულემის“ წარმომადგენლებმა მოგვიანებით პოსტი წაშალეს, თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყველაფერი დააფიქსირეს.

ლონდონელებს მიმდინარე სეზონში სერიოზული პრობლემები აქვთ. „ფულემმა“ ზაფხულში გუნდის გაძლიერებაზე საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დახარჯა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და პრემიერ ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები