Aa
Aa

NBA-ის პლეიოფის მატჩების მიმოხილვა

გოლდენ სტეიტი - კლიპერსი 121 – 129

დოკ რივერსის გუნდის სტუმრად მიჯრით ორჯერ დამარცხების მიუხედავად „გოლდენ სტეიტმა“ მეორე რაუნდში თამაშის უფლება მაინც ვერ მოიპოვა. გამთენიისას „მეომრებმა“ „ორაქლ არენაზე“ არც თუ ისე კარგად იასპარეზეს და ლოს-ანჯელესელებთან დამარცხდნენ.

 

„კლიპერსის“ წარმატებაში ლომის წვლილი ლუ უილიამსს მიუძღვის, რომელმაც შეხვედრა 33 ქულით დაასრულა. მონტრეზლ ჰერელმა თავი 24 ქულას და 5 მოხსნას მოუყარა. როგორც იქნა ჩვეული თამაში აჩვენა დანილო გალინარიმ. იტალიელმა აქტივში 26 ქულა ჩაიწერა

 

„გოლდენ სტეიტს“ მხრიდან 45 ქულით! კევინ დურანტი გამოირჩა. სტეფ კარი 24 ქულას დასჯერდა. კლიე ტომპსონმა კი 22 ქულა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ „უორიორსის“ არცერთ სხვა კალათბურთელს 10 ქულიანი ნიშნული არ გადაულახავს.

 

ჰიუსტონი - იუტა 100 – 93

ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონმა“ მეორე რაუნდის საგზური გაიფორმა. ტექსასელებმა „ტოიოტა სენთერში“ „იუტა ჯაზს“ უმასპინძლეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

 

ტრადიციულად „როქეთსს“ 26 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. კლინტ კაპელამ აქტივში 16 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. კრის პოლი და ერიკ გორდონი კი 15-15 ქულას დასჯერდნენ.

„იუტას“ მხრიდან საუკეთესო რიკი რუბიო გახლდათ, რომელმაც 17 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ჯაე კრაუდერმა ასევე ორმაგი დუბლი გააკეთა - 15 ქულა, 10 მოხსნა. საშინლად იასპარეზა დონოვან მიჩელმა, რომელმაც 22 სროლიდან მხოლოდ 4 ჩააგდო და 12 ქულას დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები