Aa
Aa

დურანტი აღმასვლას განაგრძობს, "გოლდენ სტეიტმა" კი ისევ წააგო

დასავლეთ კონფერენციის მერვეადგილოსანი, „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ NBA-ის მოქმედ ჩემპიონს, „გოლდენ სტეიტს“ დიდ წინააღმდეგობას უწევს. საკუთარ კედლებში განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დოკ რივერსის შეგირდებმა „მეომრებს“ სტუმრად 129-ით 121 სძლიეს და სერიაში ჩამორჩენა შეამცირეს.

ოკლენდელებს ვერც კევინ დურანტის ბრწყინვალე გამოსვლამ უშველა. „კეიდიმ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა და 41 წუთში გუნდს 45 ქულა შესძინა. ამასთან ერთად 30 წლის მსუბუქმა ფორვარდმა მორიგი ინდივიდუალური მიღწევა გაიფორმა. დურანტმა პლეიოფში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით პოლ პირსს გადაასწრო და მეათე ადგილზე გადაინაცვლა. კევინის ანგარიშზე 277 სამიანია.

აღსანიშნავია, რომ „კეიდიმ“ ჯონ ჰავლიჩეკის მიერ დაფიქსირებული შედეგიც გააუმჯობესა. დურანტმა პლეიოფში თავისი 3816-ე ქულა ჩააგდო და პლეიფოს საუკეთესო მექულეთა სიაში მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა. კევინი „ბოსტონ სელტიკსის“ ლეგენდარულ კალათბურთელს, ლარი ბერდს წამოეწია.

„კლიპერსის“ ტრიუმფის შემდეგ სერია ლოს-ანჯელესში გადაინაცვლებს და დოკ რივერსის გუნდს ანგარიშის გათანაბრების შანსი ექნება. „გოლდენ სტეიტისა“ და „კლიპერსის“ რიგით მეექვსე შეხვედრა 27 აპრილსაა დაგეგმილი. მატჩი თბილისის დროით 06:00-ზე აიღებს სტარტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები