კიტეიშვილის საგოლე გადაცემა ავსტრიის ბუნდესლიგაში
Aa
Aa

კიტეიშვილის საგოლე გადაცემა ავსტრიის ბუნდესლიგაში

ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში ლინცის ''ლასკი'' შინ გრაცის ''შტურმთან'' 1:2 დამარცხდა. ანგარიში სტუმრებმა 61-ე წუთზე გახსნეს, კიტეიშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ იაკუბ იანჩერმა ''შტურმი'' დააწინაურა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა და მთავარმა მწვრთნელმა რომან მელიხმა 77-ე წუთზე შეცვალა.

გასულ ზაფხულში თბილისის ''დინამოდან'' ავსტრიულ კლუბში გადასულმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის სადებიუტო სეზონში 24 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

27 ტურის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ექვსეულში ''შტურმი'' 21 ქულით მე-4 ადგილზეა და მესამეადგილოსან ''ვოლფსბერგერს'' მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი.

მიმდინარე თვეში კიტეიშვილმა ''ზალცბურგთან'' მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ''ვოლფსბერგერთან'' შეხვედრაში მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე, ''ლასკთან'' კი სასტარტოში დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები