ქართველი ჰოკეისტები ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ
Aa
Aa
25 აპრილი 2019  |  00:35

ქართველი ჰოკეისტები ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ

საქართველოს ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონის მესამე შეხვედრაში ახალ ზელანდიასთან მტკივნეული მარცხი იწვნია - 2:6.

საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლების ავტორები  კოზიულინი და 2:2 კურბატოვი  გახნდნენ.

შეხვედრის საწყის წუთებში ქართველი ჰოკეისტები კარგად გამოიყურებოდნენ და ანგარიშიც საყაიმო იყო, თუმცა კლასმა მაინც თავისი ქნა და ძლიერმა მეტოქემ შეხვედრა ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა წინა შეხვედრაში მექსიკას 3:2 სძლია და B დივიზიონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ კორეასთან მატჩი ანგარიშით 4:9 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები