ზიდანი:
Aa
Aa
24 აპრილი 2019  |  17:34

ზიდანი: "რეალი“ ლა ლიგის ჩემპიონი 33-ჯერ გახდა. „ბარსელონამ“ რამდენჯერ მოიგო"?

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ „ლოს ბლანკოსი“ ესპანეთში ნომერ პირველი გუნდია (თუ საქმე ქვეყნის ჩემპიონობას ეხება). „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრებს წლევანდელ სეზონში სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა ფრანგი სპეციალისტი ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და თვლის, რომ "ბარსელონას" ბოლოდროინდელი დომინაცია არაფერს ნიშნავს.

„ჩვენთვის ლა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. მომდევნო სეზონში პრიორიტეტს სწორედ ამ ტურნირს მივანიჭებთ“.

„რეალი“ ლა ლიგის ჩემპიონი 33-ჯერ გახდა. „ბარსელონამ“ რამდენჯერ მოიგო? მართალია ბოლო წლებში ისინი საშინაო ასპარეზზე შესანიშნავად გამოდიან, მაგრამ ისტორიას გადახედეთ! ჩემპიონობა ჩვენ უფრო მეტჯერ გვაქვს მოპოვებული“.

„სიმართლე გითხრათ პირადად ჩემთვის ლა ლიგა ყველა სხვა ტურნირზე მაღლა დგას“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ბლაუგრანას“ ლა ლიგის ჩემპიონობა პრაქტიკულად განაღდებული აქვს. „რეალი“ კი სამომავლო გეგმებზეა ორიენტირებული. მადრიდელები შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ და რამდენიმე სუპერვარსკლავის გადაბირება სურთ. მათ შორის ედენ აზარი, კრისტიან ერიქსენი, მატიას დე ლიხტი, დონი ვან დე ბეეკი და პოლ პოგბა არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები