პედოფილიის ბრალდებით გასამართლებულ ადამ ჯონსონს ფეხბურთში დაბრუნება სურს, თუმცა...
Aa
Aa

პედოფილიის ბრალდებით გასამართლებულ ადამ ჯონსონს ფეხბურთში დაბრუნება სურს, თუმცა...

ადამ ჯონსონი „სანდერლენდის“ ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს. ინგლისელმა ციხეში 3 წელი გაატარა და როგორც ირკვევა ახლა სურს საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდეს.

The Sun-ის ცნობით ჯონსონს უნდა საფეხბურთო აგენტი ან მწვრთნელი გახდეს, თუმცა შიშობს, რომ წარსული მიზნის მიღწევაში ხელს შეუშლის. ბრიტანულ ტაბლოიდს ეს ინფორმაცია ადამის ერთ-ერთმა მეგობარმა მიაწოდა. ამ უკანასკნელმა საკუთარი ვინაობის გამხელაზე უარი განაცხადა.

„ადამს სურს ფეხბურთს დაუბრუნდეს. ის ძალიან ამაყობს უმაღლეს დონეზე თამაშის და ეროვნული გუნდის მაისურის მორგების საშუალება რომ მიეცა“.

„ჯონსონს იმედი აქვს ფეხბურთში დაბრუნების შანსს მიიღებს. ადამს სურს მწვრთნელი გახდეს, თუმცა მისმა ახლობლებმა და მეგობრებმა რამდენჯერმე აუხსნეს, რომ ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“.

„პედოფილიის ბრალდებით გასამართლებული ადამიანის მწვრთნელად დანიშვნას არავინ ისურვებს“.

„ჯონსონს მეორე ვარიანტიც აქვს. მას უნდა საფეხბურთო აგენტის ფუნქციები შეითავსოს, მაგრამ იცის, რომ სტიგმა მუდამ თან გაჰყვება“.

The Sun ადამ ჯონსონის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მათ კომენტარის გაკეთება სთხოვა. ინგლისელ ფეხბურთელთან დაახლოებულმა პირებმა ყველაფერი კატეგორიულად უარყვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები