"მილანი" მალკომის წარმომადგენლებს შეხვდა - მოლაპარაკებები დაწყებულია
„მილანი“ ახალი სეზონისთვის გეგმებს აწყობს. „როსონერი“ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ლეონარდო და მალდინი „ბარსელონას“ ბრაზილიელი გარემარბის მალკომის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი დაუდასტურეს.
წყაროს ცნობით, „მილანის“ წარმომადგენლები პირველ შეხვედრაზე ფეხბურთელის მდგომარეობით დაინტერესნენ. რას გეგმავს მალკომი ახალი სეზონისთვის და რჩება თუ არა ის „ბარსელონაში“.
22 წლის ბრაზილიელს კატალონიეთლა რიგებში ძირითადში მოხვედრა გაუჭირდება და „როსონერი“ მას ბუნებრივია გარანტირებულ ადგილს შესთავაზებს.
„ბარსა“ ბრაზილიელს 50 მილიონ ევროდ აფასებს და ამაზე ნაკლებად მის გაშვებას არ აპირებს. როგორც მოგეხსენებათ კატალონიელებმა მის სანაცვლოდ „ბორდოს“ 41 მილიონი ევრო გადაუხადეს.
ტრანსფერმარკეტზე მალკომი 40 მილიონად არის შეფასებული. უცნობია თუ რამდენის გადახდას გეგმავს „მილანი“.
მიმდინარე სეზონში მალკომმა „ბარსას“ მაისურით სულ 19 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ფეხბურთელმა ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
„მილანის“ მხრიდან მალკომით დაინტერესება ნიშნავს იმას, რომ კლუბი სუსოს აღარ ენდობა და მისი ჩანაცვლება სურს, რაც ლოგიკურია.
აქვე გეტყვით, რომ მალკომის გარდა „როსონერი“ „ჩელსის“ მარცხენა მცველით ემერსონითაც ინტერესდება. პირველი კონტაქტი უკვე შედგა, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.