ლუის ორტისმა ენტონი ჯოშუასთან ჩხუბზე უარი განაცხადა
Aa
Aa
24 აპრილი 2019  |  16:03

ლუის ორტისმა ენტონი ჯოშუასთან ჩხუბზე უარი განაცხადა

ენტონი ჯოშუას სამომავლო გეგმები კვლავ ბურუსითაა მოცული. ბრიტანელმა მოკრივემ 2 ივნისს „მედისონ სქუეარ გარდენში“ ორთაბრძოლა უნდა გამართოს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვის დაუპირისპირდება.

„ნისლიან ალბიონზე“ ჯოშუას მომდევნო ოპონენტად რამდენიმე მოკრივის კანდიდატურას განიხილავენ, რომელთა შორის ლუის ორტისიც იყო, თუმცა კუბელმა დაუმარცხებელ ჩემპიონთან დაპირისპირებაზე უარი თქვა.

ორტისის ბანაკმა ხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„2 ივნისს გასამართ ორთაბრძოლაში მონაწილეობას არ მივიღებთ. გვსურს ყველას ბოდიში მოგიხადოთ. გვაიძულეს ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილი შეგვენარჩუნებინა. პრომოუტერს ახლახანს გავესაუბრეთ და ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოა“.

„ჯოშუას წარმომადგენლებმა მასხრად აგვიგდეს. მათ სასაცილო შეთავაზება გაგვიკეთეს და არც კონტრაქტი გამოუგზავნიათ. გვინდა ჩვენს გულშემატკივრებს ბოდიში კიდევ ერთხელ მოვუხადოთ“.

„ლუისს საჩემპიონო ბრძოლა სურდა, მაგრამ“...

ორტისს კარიერის განმავლობაში 34 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული. კუბელი მოკრივე მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 2018 წლის სამ მარტს ლუისს დეონტეი უაილდერმა ტექნიკური ნოკაუტით სძლია და WBC-ის საჩემპიონო ქამარი შეიუნარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები