2 წლიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ სანდრო როსელი უდანაშაულოდ სცნო!
Aa
Aa
24 აპრილი 2019  |  16:05

2 წლიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ სანდრო როსელი უდანაშაულოდ სცნო!

„ბარსელონას“ ექსპრეზიდენტი სანდრო როსელი ფულის გათეთრების ბრალდებით 2 წლის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა დღეს ის თავისუფალია.

ორი წლის შემდეგ სასამართლომ როსელი უდანაშაულოდ სცნო.

სასამართლომ საქმე განიხილა და დაადგინა, რომ როსელისთვის ბრალის დადასტურებისთვის ბრალმდებელ ბხარეს საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნდა და აქედან გამომდინარე როსელი უდანაშაულოდ სცნეს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო როსელი „ბარსელონას“ პრეზიდენტად 2010 წელს აირჩიეს. მანამდე ის ხუან ლაპორტას გუნდის წევრი იყო, მოგვიანებით კი მისი მოწინააღმდეგე გახდა.

როსელის სახელს უამრავი კარგი ტრანსფერი და გუნდის ფინანსურად გაძლიერება უკავშირდება.

ლაპორტას პრეზიდენტობის დროს როსელმა რონალდინიოს ტრანსფერში უდიდესი როლი შეასრულა: "დიახ სიმართლეა, რომ ბევრი შემოთავაზება მქონდა და კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი მქონდა, ყველაზე რეალური კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარიანტი იყო, თუმცა სანდრო როსელთან მეგობრობის დამსახურებით არჩევანი "ბარსელონას" სასარგებლოდ შევაჩერე", - ეს გაუჩოს სიტყვებია.

ამრიგად სანდრო როსელი თავისუფალია და მას ბრალიც არაფერში ედება. ვნახოთ დაუბრუნდება თუ არა ის საფეხბურთო ცხოვრებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები