მარინა ცუცქირიძე -
Aa
Aa
24 აპრილი 2019  |  15:00

მარინა ცუცქირიძე - "კადრებში კარგად ჩანს რომ გეგეშიძე ხელს იქნევს, მაგრამ ეს ხელი არ მოხვედრია დათუნაშვილს"

"კადრებში კარგად ჩანს რომ გეგეშიძე ხელს იქნევს, მაგრამ ეს ხელი არ მოხვედრია დათუნაშვილს"- სასამართლოს დასრულების შემდეგ  გეგა გეგეშიძის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მსგავსი შინაარსის განცხადება გეგეშიძის ადვოკატმა სასამართლო პროცესზეც გააკეთა. დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოსთქვა და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო გეგეშიძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

​ბრალდების მხარე გეგეშიძის ადვოკატის პოზიციას არ იზიარებს. სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ დაცვის მხარის განცხადება, მხოლოდ ვარაუდებზეა დაფუძნებული და ის საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ შეესაბამება.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეზე მომდევო სასამართლო სხდომა 17 მაისს 14:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები