კრიშტიანუ რონალდუს 5 საუკეთესო პარტნიორი მოედანზე
Aa
Aa

კრიშტიანუ რონალდუს 5 საუკეთესო პარტნიორი მოედანზე

1. გარეტ ბეილი

შესაძლოა ისინი საუკეთესო მეგობრები არ არიან, თუმცა მოედანზე ერთმანეთს საკმაოდ კარგად უგებენ და როდესაც ორივე მათგანი მწყობრშია, „რეალის“ შეტევის ხაზი ბრწყინვალედ მოქმედებს.

 

2.  უეინ რუნი

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური მონაცემებით რუნი პორტუგალიელ ვარსკვლავს მკვეთრად ჩამოუვარდებოდა, ისინი მოედანზე მაინც შესანიშნავ ტანდემს ქმნიდნენ და მეტოქე გუნდის მცველების ნამდვილი კოშმარი იყვნენ.

 

3.  ლუიშ ფიგუ

მართალია სანაკრებო დონეზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არცერთ მათგანს არ მიუღწევია, თუმცა მათი მოედანზე ერთად ხილვა მაინც უდიდესი სიამოვნება იყო.

 

4.  კაკა

ბრაზილიელის ტრავმების გამო, რონალდუს და კაკას ერთად ბევრი მატჩი არ ჩაუტარებიათ, თუმცა ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ერთმანეთის მოედანზეც უსიტყვოდ ესმოდათ.

 

5.  რაიან გიგზი

ფეხბურთლი, რომელსაც რონალდუს განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. რომ არა გიგზი, რონალდუ შესაძლოა დღეს ისეთი არ ყოფილიყო როგორსაც ამჟამად მას მთელი მსოფლიო იცნობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები