გრიზმანი: „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლისთვის მზად არის
Aa
Aa

გრიზმანი: „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლისთვის მზად არის

ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ ევროპის ტოპ კლუბებს „ატლეტიკოსი“ უნდა ეშინოდეთ, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგებას აპირებს.

გუშინ პრიმერადივიზიონის 30-ე ტურში სიმეონეს შეგირდებმა „სოსიედადს“ უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს. ვისენტე კალდერონზე მეორე გოლი სწორედ გრიზმანმა გაიტანა, რომელიც კლუბს გასულ ზაფხულს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

საფრანგეთის ნაკრების წევრი ფიქრობს, რომ ამჯერად გუნდმა მთელი კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრაზე უნდა გადაიტანოს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში „როხიბლანკო“ თანაქალაქელ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

„ჩვენ შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებით. სოსიედადთან გამარჯვებამ დამატებითი სტიმული მოგვცა. პრიმერადივიზიონის მოგების შანსები არ დაგვიკარგავს, თუმცა ვფიქრობ ამჯერად უფრო მეტი ყურადღება ჩემპიონთა ლიგას უნდა დავუთმოთ.

 

„სოსიედადთან“ გატანილ გოლს არასდროს ავღნიშნავ. მე მთელი ცხოვრება ამ გუნდის მადლიერი ვიქნები. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს „ატლეტიკოს“ ფებხურთელი ვარ.“ - განაცხადა გრიზმანმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები