ჩინელი მორბენალი, რომელმაც მარათონის მიმდინარეობისას ვერ შეიკავა და..."გაუშვა"
ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ მარათონს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველაფერი ერთ-ერთ მონაწილეს ვუ სიანდონს უკავშირდება, რომელიც საქვეყნოდ „შერცხვა“.
ჩინელი მორბენალი შეუძლოდ შეიქმნა (ფაღარათი). 14 კილომეტრის დაფარვის შემდეგ კი მიხვდა, რომ შეკავება აღარ შეეძლო. ვუ სიანდონი დანებებას და უკან დახევას არ აპირებდა. ჩინელი დილემის წინაშე დადგა, რადგან მარათონის ორგანიზატორებს საპირფარეშოები გათვალისწინებული არ ჰქონდათ. შედეგად მან „მარტივ“ გზას მიმართა და ჩაისვარა...
ვუ სიანდონს საბოლოოდ მარათონის დასაფარად 1 საათი, 6 წუთი და 16 წამი დასჭირდა. ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა ჩინელ მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგი გახლდათ. მარათონის შემდეგ „შერცხვენილი“ მორბენალი მაშინვე საპირფარეშოსკენ გაემართა..
მოგვიანებით მან დრო ჟურნალსიტებისთვისაც გამონახა და განაცხადა: „ისეთი სუნი იდგა ჩემთვისაც აუტანელი იყო. არ გავჩერებულვარ, რადგან საპირფარეშო ფიზიკურად არ იყო და მინდოდა ფინიშის ხაზთან აფრიკელ მორბენალზე სწრაფად მივსულიყავი. სიმართლე გითხრათ, როცა „დავიცალე“ ძალები მომემატა. ეს პრობლემები რომ არ მქონოდა უკეთეს შედეგს დავაფიქსირებდი“.