პირველი ლიცენზია ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის
Aa
Aa
24 აპრილი 2019  |  14:00

პირველი ლიცენზია ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოლიმპიური თამაშების 8-გზის მონაწილე, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ იასპარეზებს

. ლეგენდარულმა სპორტსმენმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზის მოპოვება პეკინში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასზე მოახერხა.

პნევმატური პისტოლეტით მსროლელთა შეჯიბრების ფინალში ნინო 578 ქულით შევიდა, იქ კი 176.9 ქულით საბოლოოდ მეხუთე შედეგი აჩვენა.

რადგან მის წინ მდგომთაგან, ბერძენ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს ანა კორაკაკის, ოლიმპიადის რუს ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას და უნგრელ ვერონიკა მაიორის უკვე ჰქონდათ ტოკიოს საგზურები, ნინო ავტომატურად მოხვდა ლიცენზიანტთა შორის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები