Aa
Aa

იკარდი პსჟ-ში?

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის „ინტერის“ კაპიტანი, მაურო იკარდი, შესაძლოა, ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობაში ვიხილოთ. როგორც გამოცემა წერს, პარიზელებს „ნერაძურისთან“ მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა ამის გაკეთებას ზაფხულამდე აუცილებლად გეგმავენ.

იკარდის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა, მაგრამ, ვარაუდობენ, რომ მილანელები თავიანთ არგენტინელ ფორვარდს 70-80 მილიონ ევროდაც შეელევიან, აღნიშნული ფასი კი პსჟ-სთვის შემაფერხებელი ნაკლებად შეიძლება იყოს, ამიტომაც ბოლო სიტყვა თავად ფეხბურთელის სურვილზე იქნება.

მაურო იკარდის თებერვალში „შავ-ლურჯების“ კაპიტნობა ჩამოართვეს, რასაც კონფლიქტთა მთელი სერია მოჰყვა, რის გამოც 26 წლის თავდამსხმელი გუნდს ჩამოშორებული იყო. იგი „ნერაძურის“ მთავარ გუნდს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა და სერია A-ს ბოლო ტურებში მონაწილეობაც მიიღო.

იკარდი „ინტერის“ რიგებში 2013 წელს, გენუის „სამპდორიადან“ გადავიდა, ამჟამად კი მის მსურველთა სიაში „რეალი“, „ნაპოლი“, „იუვენტუსი“, „ჩელსი“ და სხვა ევროპული კლუბები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები