Aa
Aa

"ამიენისა" და "სტრასბურგის" მატჩს 35 წლის ქალბატონი განსჯის

დამდეგ უქმეებზე ფრანგული ფეხბურთისთვის ისტორიულ მოვლენას ექნება ადგილი. ლიგა ერთის 34-ე ტურის შეხვედრას, რომელიც „ამიენსა“ და „სტრასბურგს“ შორის გაიმართება 35 წლის ქალბატონი, სტეფანი ფრაპარი, განსჯის.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება განსაკუთრებული იმიტომაა, რომ პირველად დაფიქსირდება შემთხვევა, როცა საფრანგეთში კაცთა ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში ქალი არბიტრი იმსაჯებს.

35 წლის ფრაპარს ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სტეფანი ლიგა 2-ის მატჩებს უძღვებოდა და საკმაოდ კვალიფიციური რეფერის სტატუსიც დაიმკვიდრა.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის შეხვედრის განსჯა არბიტრების მოსამზადებელი ეტაპის ერთ-ერთი ნაწილია. ზაფხულში საფრანგეთი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს და FIFA-მ მუნდიალზე მომსახურე მსაჯების მაქსიმალურად კარგად მომზადება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ბიბიანა შტაინჰაუსი პირველი ქალბატონი გახლავთ, რომელმაც ევროპის წამყვანი ლიგებიდან ერთ-ერთში მთავარი არბიტრის ფუნქციები შეითავსა. შტაინჰაუსმა 2017 წლის სექტემბერში გერმანული ფეხბურთის ისტორია დაწერა და ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრას გაუძღვა, რომელშიც ერთმანეთს „ჰერტა“ და „ვერდერი დაუპირისპირდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები