ნაგლიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
Aa
Aa
23 აპრილი 2019  |  21:35

ნაგლიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული ფაქტი On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

ნაგლიაშვილს ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით წარედგინა, რაც ოჯახში დანაშაულისთვის პასუხისმგელობას, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ნაგლიაშვილი ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ძიუდოისტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ის არაერთხელ დაარღვია. სპორტსმენი ცოლისთვის გაგზავნილი მუქარის შემცველი მესიჯების გამო დააკავეს, რომელიც ძიუდოისტის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები