რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი
Aa
Aa

რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი

რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორენ მარტი საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.ის საქართველოს რაგბის კავშირის მუშაობას გაეცნო და გოჩა სვანიძესთან „მსოფლიო რაგბში“ მიმდინარე ცვლილებები განიხილა. 

 საუბარი შეეხო „მსოფლიო ლიგის“ შექმნის იდეას და მარტიმ აღნიშნა, რომ რაგბი ევროპა მაქსიმალურად დაიცავს მისი წევრი კავშირების პოზიციებს. 

 თავის მხრივ, სვანიძემ აღნიშნა, რომ რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ფლორენ მარტის დანიშვნა, ამ კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია და ეს ორგანიზაცია კიდევ უფრო ქმედითუნარიანი გახდება. კავშირის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისი და მარტის ხედვები პრაქტიკულად ყველა ასპექტში ერთმანეთს ემთხვევა.

მსოფლიო რაგბის მიერ გაჟღერებულმა რაგბის განვითარების ვერსიამ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს მტკივნეული საკითხია და დაახლოებით ერთი თვის წინ, პარიზში რაგბი ევროპის წევრთა შეხვედრა გაიმართა. ყველას გვსურს, რომ რაგბი უფრო პოპულარული და შემოსავლიანი გახდეს და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდებ. სწორედ ამ მიზნით, 2-დღიანი სამუშაო ვიზიტით რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორენ მარტი გვეწვია, რომელიც ამ თანამდებობაზე რამდენიმე თვის დანიშნულია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მისი რაგბი ევროპაში გამოჩენა ამ ორგანიზაციის ქმედითუნარიანობის გაზრდის წინაპირობაა, რადგან ძალიან საინტერესო ხედვები აქვს. მარტისთან გამართული შეხვედრები გვაძლევს რწმენას, რომ რაგბი ევროპის რეფორმებს სერიოზული ლიდერი გამოუჩნდა და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, რადგან მთელ რიგ საკითხებში ერთნაირი ხედვა გვაქვს. რაგბს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ იყოს ძალიან წარმატებული და ამისათვის აუცილებელია, რომ გაიზარდოს კონკურენცია, ერთმანეთთან დაახლოებულ გუნდებს მიეცეთ მეტი მაღალი დონის თამაშების ჩატარების შესაძლებლობა და არ იყვნენ პრივილეგირებული გუნდები“ - განაცხადა გოჩა სვანიძემ

ჩვენი სურვილია, რომ რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული ტურნირები კიდევ უფრო მაღალი დონის გახდეს და მაქსიმალურად შემცირდეს სხვაობა პირველი და მეორე დონის ქვეყნების ნაკრებებს შორის. ვმუშაობთ განვითარების გზებზე, როგორც სპორტული, ასევე მარკეტინგული კუთხით, რათა ჩვენი ორგანიზაცია კიდევ უფრო შემოსავლიანი გახდეს. ამ მიმართულებებით აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და უახლოეს პერიოდში აქ სამუშაო ვიზიტით დავბრუნდები. აგვისტოში საქართველოს შოტლანდიის ნაკრები ეწვევა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ქართული რაგბის წინსვლას, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ“- განაცხადა ფლორენ მარტიმ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები