გოლოვკინი:
Aa
Aa
23 აპრილი 2019  |  11:06

გოლოვკინი: "იმედი მაქვს კანელოსთან მესამედაც ვიჩხუბებ“

საშუალო წონითი კატეგორიის ყოფილ ჩემპიონს, გენადი გოლოვკინს, კანელო ალვარესთან მესამე დაპირისპირების გამართვა სურს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მექსიკელმა გოლოვკინთან ორთაბრძოლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გენადის წინააღმდეგ რინგზე იმ შემთხვევაში გავა თუ ეს უკანასკნელი საჩემპიონო ქამარს დაისაკუთრებს.

გოლოვკინი და ალვარესი ერთმანეთს ორჯერ შეერკინენ. პირველი ჯახი ფრედ დასრულდა, მეორეში კი მსაჯთა გადაწყვეტილებით კანელომ იმარჯვა. კრივის სამყაროში ორივე ბრძოლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქომაგთა უმრავლესობა არბიტრებს ბრალს მიკერძოებაში სდებდა.

გოლოვკინის დამარცხების შემდეგ კანელო როკი ფილდინგს გაეჯიბრა. 5 მაისს კი ორთაბრძოლას დენიელ ჯეიკობსის წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება გენადის, ყაზახი მებრძოლი 9 ივნისს სტივ როლს დაუპირისპირდება.

უცხოურ გამოცემებთან საუბრისას გოლოვკინი ალვარესის მიერ გაჟღერებულ ფრაზებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს საჩემპიონო ქამარი ექნება თუ არა, მისი აზრით ტრილოგია აუცილებლად უნდა შედგეს.

„ალვარესი ცდება. ვნახოთ რა მოხდება. იმედი მაქვს კანელოსთან მესამედაც ვიჩხუბებ. ვფიქრობ მნიშვნელობა არ აქვს საჩემპიონო ტიტული მექნება თუ არა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები