ქართველი მწვრთნელი ინდოეთის ეროვნულ ნაკრებში?
Aa
Aa

ქართველი მწვრთნელი ინდოეთის ეროვნულ ნაკრებში?

ინდოეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი ჟორჯე კასტელოს, რუმინელი დორუ ისაკისა და ქართველი გაიოზ დარსაძის კანდიდატურებს განიხილავს.

scroll.in-ის ცნობით ინდოეთის ფეხბურთის ფედერაცია დარსაძესთან მოლაპარაკებას მართავს.

2005 წელს გაიოზ დარსაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 6 მატჩი ჩაატარა: 2 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი დარსაძის ხელმძღვანელობისას დაფიქსირდა, 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში დანიამ შინ საქართველო 6:1 გაანადგურა.

აზიაში კიდევ ოთხი ქართველი სპეციალისტი მუშაობს. მალდივის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, პეტარ სეგრტის ასისტენტი გელა შეყილაძეა, ხოლო ტაშკენტის ''ფახთაქორში'' შოთა არველაძე, არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა მუშაობენ.

ჯაბა კანკავა და გაიოზ დარსაძე

დორუ ისაკი საკმაოდ საინტერესო სპეციალისტია, მას იაპონურ ''ნაგოიაში'' არსენ ვენგერის ასისტენტად უმუშავია. შემდგომში კარლოს კეირუშს მადრიდის ''რეალს'' და ''მანჩესტერ იუნაიტედში'' ეხმრებოდა. ყატარულ ''ალ სადში'' რუმინელი ბორა მილუტინოვიჩის ასისტენტი იყო.

62 წლის ჟორჟე კასტელოს პორტუგალიურ კლუბებში მუშაობის გამოცდილება აქვს. მას უმუშავია ლისაბონის ''ბენფიკას,'' ლისაბონის ''სპორტინგისა'' და ''ჟილ ვისენტეს'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები