“მგზავრები” თასის გათამაშების პირველი ფინალისტია
Aa
Aa

“მგზავრები” თასის გათამაშების პირველი ფინალისტია

ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ერთი შეხვედრა გაიმართა. ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში “მგზავრებმა” “დელტას” იოლად მოუგო და ფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალში “ქუთაისი” “ტიტებს” სერიას 1:0 უგებს.

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს დაშავებული ჯეიკობ არმსტრონგი აკლდა, თუმცა ისე კარგად ითამაშა, არანაირი პრობლემა არ შექმნია. “მგზავრებმა” პირველი პერიოდი 26:11 მოიგეს და დარჩენილ დროში უპირატესობას გამუდმებით ზრდიდნენ. პირველ ნახევარში შეუჩერებელი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში 23 ქულა მოაგროვა.

დიდი შესვენებისთვის “მგზავრები” 20 ქულას იგებდა, მესამე პერიოდში კი უფირატეოსბამ 30 ქულას გადააჭარბა და მატჩის ბედიც გადაწყდა. ბერიშვილის გუნდმა საბოლოოდ 92:67 მოიგო და ფინალში გავიდა. გამრჯვებულებს 25 ქულით ჯინჭარაძემ ულიდერა. 17-17 ქულით ადრიან ბოუი და სოსო გოგნაძე გამოირჩნენ. “დელტაში” 15 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ზუკა მაჩალაძე, ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. 

მეორე ნახევარფინალი დღეს 17:30 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: “ტიტები” “ქუთაისს” უმასპინძლებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები