ქართველმა ჰოკეისტებმა მასპინძელი მექსიკა დაამარცხეს
Aa
Aa
23 აპრილი 2019  |  10:00

ქართველმა ჰოკეისტებმა მასპინძელი მექსიკა დაამარცხეს

საქართველოს ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ქართველი სპორტსმენები მასპინძელ მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 3:2 მოიგეს.

საქართველოს რიგებში ჰეთ-თრიკი ალექსანდ ვასილჩენკომ შეასრულა , რომელმაც თითო პერიოდში თითო გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ , რომ ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ კორეასთან მატჩი ანგარიშით 4:9 წააგო.

B დივიზიონის მატჩები მექსიკაში იმართება, საქართველოს ნაკრები კი ტურნირზე კიდე სამ მეტოქეს დაუპირისპირდება.

მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 24 აპრილს ახალ ზელანდიასთან გამართვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები