არტური:
Aa
Aa

არტური: "პიკე ძალიან სიმპათიურია, მას ლამაზი სახე აქვს და ყოველთვის კარგად გამოიყურება"

კატალონიური "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, არტურ მელო, გამოცემა - Ale Oliveira-ს ესაუბრა და "ბლაუგრანას" ვარსკვლავები დაახასიათა. განსაკუთრებით საინტერესო ხერარდ პიკეზე გაკეთებული კომენტარი აღმოჩნდა, რომელშიც არტურმა გამოცდილი თანაგუნდელის გარეგნობაზე დეტალურად ილაპარაკა.

"პიკე ძალიან სიმპათიურია. ის მაღალია, ლამაზი სახე აქვს და ყოველთვის ისე გამოიყურება, თითქოს ქორწილში წასასვლელად ემზადებოდეს. გარდა ამისა, შესანიშნავი ხასიათი აქვს, მუდამ ხუმრობს და ამას ნებისმიერ ადამიანთან აკეთებს". 

ბრაზილიელმა შუახაზელმა ამის შემდეგ ლიონელ მესის შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ლეო მოედანს გარეთაც დიდებული პიროვნებაა.

"მოედანზეც და მის გარეთაც მესი ფანტასტიკურია. იგი გასახდელშიც ჩვენი ლიდერია, თამაშისას კი ყველაფერს ძალიან კარგად კითხულობს, რითაც, ვფიქრობ, ყველასგან გამორჩეულია, მას განსაკუთრებული ინტელექტი აქვს. ადამიანებთან კონტაქტიც უყვარს და ყველასთან ბევრს საუბრობს". 

არტურ მელო 22 წლისაა. ის "ბარსას" გასულ ზაფხულს 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში გუნდის მაისურით 39 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები