მესი და ანტონელა მაშინაც ერთად... - 1998 წელს გადაღებული დღემდე უცნობი ფოტო
Aa
Aa

მესი და ანტონელა მაშინაც ერთად... - 1998 წელს გადაღებული დღემდე უცნობი ფოტო

ყველასათვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ლიონელ მესი და მისი მეუღლე, ანტონელა როკუცო, ბავშვობიდან ერთად მოდიან და ერთმანეთიც დიდი ხნის განმავლობაში უყვართ. ესპანურ პრესაში დღეს გავრცელებულმა მათმა ბავშვობის ფოტომ სოციალური მედია უმოკლეს დროში მოიარა.

ფოტო, რომელსაც სტატიის ზემოთ ხედავთ, ბუენოს აირესის პროვინციის - მარ დე პლატას სიახლოვეს მდებარე პუნტა მოხოტესის პლაჟზეა გადაღებული, მესი მასში 10 წლისაა, ანტონელა კი - 9-ის.

როგორც მარ დე პლატას ერთ-ერთი გაზეთი, "ლა კაპიტალ მარ დე პლატა" წერს, მესისა და ანტონელას გარდა, ფოტოზე ლიონელის მაშინდელი თანაგუნდელი, ლუკას შალიაცაა გამოსახული, რომელიც ანტონელას ბიძაშვილია და მესისთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

ლიონელ მესიმ და ანტონელა როკუცომ ერთმანეთი 5 წლის ასაკში გაიცნეს, მათი ურთიერთობა კი 2008 წელს დაიწყო, 2012 წელს პირველი შვილი - ტიაგო შეეძინათ, 2015 წელს უკვე მატეოს მშობლები გახდნენ, მათი მესამე ბიჭი, ჩირო კი გასული წლის ზაფხულში დაიბადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები