ვიტალი კლიჩკო: „ვლადიმირმა ჯოშუასთან ჩემი შეცდომის გამო წააგო“
Aa
Aa
22 აპრილი 2019  |  16:11

ვიტალი კლიჩკო: „ვლადიმირმა ჯოშუასთან ჩემი შეცდომის გამო წააგო“

მძიმე წონით კატეგორიაში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ვიტალი კლიჩკო, თვლის, რომ ვლადიმირმა, ენტონი ჯოშუასთან ორთაბრძოლა მისი შეცდომის გამო დათმო.

უკრაინულ-ბრიტანული ჯახი 2017 წლის აპრილში, „უემბლიზე“ გაიმართა. „ეიჯეისთან“ განცდილი მარცხის შემდეგ კი ვლადიმირმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ვიტალიმ სწორედ ბრიტანელის წინააღმდეგ ჩატარებული შერკინება გაიხსენა და განაცხადა: „ჯოშუა რინგზე ბევრი მეტოქის წინააღმდეგ გავიდა, თუმცა სერიოზული შედეგი არავის დაუფიქსირებია“.

„ერთადერთი, ვინც ენტონი ნოკდაუნში ჩააგდო, ვლადიმირი გახლდათ. ის გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია“.

„ორთაბრძოლის დაწყებამდე ვურჩიე მომენტს დალოდებოდა და ენტონის ნოკაუტში აუცილებლად ჩააგდებდა. სიმართლე გითხრათ არ მეგონა ასეთი ფიზიკური მონაცემების მქონე მოკრივე ორთაბრძოლის მეორე ნახევარსაც თუ უმაღლეს დონეზე ჩაატარებდა“.

„ამიტომ ვთვლი, რომ ვლადიმირმა ჯოშუასთან ჩემი შეცდომის გამო წააგო“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ვლადიმირ კლიჩკოს დაბრუნების შესახებ აქტიურად იწერება. უკრაინელს DAZN-მა წინადადებით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მისი დაყოლიება ვერ მოახერხა.

ვლადიმირს კარიერის განმავლობაში 69 დაპირისპირება აქვს გამართული. მან 65-ჯერ იმარჯვა და რინგი წაგებულმა კი მხოლოდ 5-ჯერ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები