ბენზემა:
Aa
Aa

ბენზემა: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას ვიცავ“

კვირას „ბილბაოს“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა კარიმ ბენზემას ბენეფისად იქცა. ფრანგმა თავდამსხმელმა შესანიშნავად იასპარეზა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. აღსანიშნავია ისიც, რომ 31 წლის ცენტრფორვარდი „რეალის“ 117 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ რვა გოლი ისე გაიტანა, რომ „სამეფო კლუბის“ სხვა მოთამაშეს თავი არ გამოუჩენია.

მატჩის შემდეგ „ლოს ბლანკოსის“ გოლეადორმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლუკა იოვიჩის ტრანსფერის შესახებ აქტიურად იწერება და თუ AS-ს დავუჯერებთ მადრიდელები სერბი ფეხბურთელის შეძენასთან ძალიან ახლოს არიან.

ესპანელმა ჟურნალისტებმა ბენზემას ამ თემის შესახებაც ჰკითხეს, რაზეც 31 წლის ცენტრფორვარდმა განაცხადა: „ყველაფერი კლუბის გადასაწყვეტია. ჩემთვის სულერთია. მე ჩემს სამსახურზე ვარ კონცენტრირებული და „რეალის“ დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებ“.

იოვიჩის შესაძლო ტრანსფერის მიუხედავად ბენზემა ადგილსამყოფელის შეცვლას არ აპირებს და აღნიშნავს: „მადრიდში დარჩენას ვგეგმავ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას ვიცავ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები