Aa
Aa

"ლოკომოტივმა" ტიტული ვერ შეინარჩუნა

მარნეულის ‘არმაზმა’ მოქმედ ჩემპიონ თბილისის ‘ლოკომოტივს’ დაძაბულ მატჩში 21:20 სძლია და საჩემპიონო რბოლას გამოთიშა, თავად კი ისტორიული შედეგი უკვე დაიბევა და მისი გაუმჯობესებისკენ სვლას აგრძელებს.

შიდა ჩემპიონატში ‘არმაზს’ აქამდე მედლების ზონაში არასდროს შეუღწევია. მისი საუკეთესო შედეგი 2013 წელს, მეოთხე ადგილი იყო და ახლა მინიმუმ ბრინჯაოს მედლები უკვე დაბევებული აქვს.

 2018/2019 წლების დიდი 10-ის პლეი ოფის მეორე ეტაპზე, გასავარდნ ფინალში, ‘ლოკომოტივმა’ მეტოქეს სამი ლელო გაუტანა და თავად მხოლოდ ორი გაუშვა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

 მარნეულელები წინასწარ ფინალში 5 მაისს რუსთავში ადგილობრივ ‘ხარებს’ ეთამაშებიან.

 ამ წყვილის გამარჯვებული 12 მაისს დიდ ფინალში ‘ბათუმს’ ეწვევა, ხოლო დამარცხებული ბრინჯაოს მედლებს დასჯერდება.

ცხელი ამბები