Aa
Aa

NBA-ის პლეიოფის მატჩების მიმოხილვა

ოკლაჰომა - პორტლენდი 98 – 111

რასელ უესტბრუკისა და პოლ ჯორჯის „ოკლაჰომა“ ურთულეს სიტუაციაში იმყოფება. გამთენიისას “თანდერი“ საკუთარ კედლებში დამარცხდა და სერიაში „ტრეილ ბლეიზერსს“ ახლა უკვე 3-1 ჩამორჩება.

ბილი დონოვანის გუნდის მხრიდან განსაკუთრებით ცუდად რასელ უესტბრუკმა იასპარეზა, რომელმაც თავი ვერაფრით გამოიჩინა და 21-დან მხოლოდ 5 ტყორცნა მოათავსა კალათში. საოცარი შედეგიანობით ვერც პოლ ჯორჯი დაიკვეხნის. „ოკლაჰომას“ მსუბუქმა ფორვარდმა 21-დან 8 ბურთი ჩააგდო, თუმცა 32 ქულა დააგროვა.

„პორტლენდის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი სი ჯეი მაკკოლუმმა და დემიენ ლილარდმა შეიტანეს. „ბლეიზერსის“ უკანახაზელებმა 51 ქულა გააკეთეს. ალ ფარუქ ამინუმ კი 19 ქულა დააგროვა.

ინდიანა - ბოსტონი 106 – 110

„ბოსტონ სელტიქსი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მეორე რაუნდის საგზური დაისაკუთრა. „კელტებმა“ „ინდიანას“ წინააღმდეგობა მარტივად დაძლიეს და „პეისერსს“ 4-0 სძლიეს.

ბრედ სტივენსის კოლექტივის წარმატება გუნდური კალათბურთის დამსახურება გახლდათ. „ბოსტონის“ მხრიდან 10 ქულიანი ნიშნული 7-მა მოთამაშემ გადალახა. საუკეთესო კი გორდონ ჰეივარდი იყო, რომელმაც 20 ქულა გაიფორმა. ჯეისონ ტეიტუმმა თავი 18 ქულას მოუყარა. ჰორფორდი-ირვინგის დუეტი კი 14-14 ქულით გამოირჩა.

“პეისერსს“ 22 ქულით ბოგდან ბოგდანოვიჩმა ულიდერა. ტაირიკ ევანსმა აქტივში 21 ქულა ჩაიწერა. დარენ კოლისონმა 19 ქულა დააგროვა. სათადარიგო სკამიდან შესულმა საბონისმა კი 14 ქულა მიითვალა.

სხვა მატჩების შედეგები

კლიპერსი - გოლდენ სტეიტი 105 – 113

ორლანდო - ტორონტო 85 - 107

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები