Aa
Aa

"ოკლაჰომას" პრობლემები აქვს! უესტბრუკმა საშინლად იასპარეზა

პოლ ჯორჯისა და რასელ უესტბრუკის „ოკლაჰომა“ ურთულეს მდგომაროებაში იმყოფება. გამთენიისას „თანდერი“ „პორტლენდთან“ დამარცხდა და „ტრეილ ბლეიზერსს“ სერიაში 3-1 ჩამორჩება.

„პორტლენდის“ წინააღმდეგ განსაკუთრებით ცუდად რასელ უესტბრუკმა იასპარეზა. „თანდერის“ გამთამაშებელმა მეორე ნახევარში გუნდს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულა შესძინა და ანტირეკორდიც გაიფორმა.

უესტბრუკმა მეორე ტაიმში მეტოქის კალათს პარკეტიდან 7-ჯერ შეუტია, თუმცა წარმატებას ვერცერთხელ მიაღწია. პლეიოფის ეგიდით გამართული შეხვედრის ერთ ნახევარში რასელს ასეთი შედეგი ბოლოს 2014 წელს ჰქონდა დაფიქსირებული. მაშინ „ბროუდიმ“ „კლიპერსის“ ფარისკენ ბურთი 4-ჯერ ისროლა და ვერცერთი გამოიყენა.

„პორტლენდისა“ და „ოკლაჰომას“ რიგით მეხუთე შეხვედრა 24 აპრილს გაიმართება. „თანდერი“ ჩემპიონობის შანსების შესანარჩუნებლად მაქსიმუმს გააკეთებს, თუმცა „ტრეილ ბლეიზერსის“ დამარცხება ძალიან გაუჭირდება.

„პორტლენდმა“ საკუთარ კედლებში ჩატარებული ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და „ბლეიზერსის“ კალათბურთელები დარწმუნებულები არიან, რომ გამონაკლისი არც რიგით მეხუთე მატჩი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები