მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "პსჟში" ვრჩები"

ტომაშ ტუხელის „პსჟმ“ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა და საფრანგეთის ჩემპიონობა დაისაკუთრა. პარიზელებმა „პარკ დე პრენსზე“ „მონაკოს“ უმასპინძლეს და მეტოქე 3-1 დაამარცხეს.

„პსჟ“ გამარჯვებაში ლომის წვლილი კილიან მბაპეს მიუძღვის, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ 20 წლის სუპერვარსკლავს Canal პლუსი გაესაუბრა და სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხა. მბაპემ პარიზული გუნდის დატოვება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „პსჟში ვრჩები! ბედნიერი ვარ „რეალს“ „ზიზუ“, რომ დაუბრუნდა, თუმცა „სამეფო კლუბის“ მატჩებს კვლავ ქომაგის სტატუსით მივადევნებ თვალს“.

„მონაკოსთან“ გაფორმებული ჰეთ-თრიქის შემდეგ მბაპე ჟან-პიერ პაპინის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საფრანგეთის უმაღლეს ჩემპიონატის ერთ სეზონში მინიმუმ 30 გოლი გაიტანა. კილიანმა Canal პლუსთან ინტერვიუში ამ საკითხის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „მიღწეულით ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა სეზონი ჯერ არ დასრულებულა და იმედი მაქვს გოლებს კიდევ გავიტან“.

 „მონაკოსთან“ შეხვედრაში „პსჟმ“ პარიზში დატრიალებულ ტრაგედიას პატივი მიაგო და მაისურზე ფეხბურთელთა გვარების ნაცვლად წარწერა „ნოტრ-დამი“ გახლდათ გამოსახული. აღსანიშნავია, რომ გუშინდელ მატჩში „პსჟს“ ნეიმარი დაუბრუნდა, რომელსაც ტრავმის გამო დიდი ხანი არ ჰქონდა ნათამაშები. ბრაზილიელი მოედანზე შეცვლაზე შევიდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები