Aa
Aa

''დინამო'' დარასელიას სახელობის თასის მფლობელია!

ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის 2019 წლის გათამაშება თბილისის ''დინამოს'' აკადემიის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ''დინამოს'' 15-წლამდე გუნდმა ჯადული იობაშვილის ერთადერთი გოლით იტალიური ''ემპოლი'' დაამარცხა. გამარჯვების გოლი 23-ე წუთზე გავიდა. ზედიზედ სამ ფინალურ მატჩში მარცხის შემდეგ ''დინამომ'' გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში მიზანს მიაღწია.

შეგახსენებთ, თბილისის "დინამომ" ჯგუფურ ეტაპზე "ციურიხი,'' "ვულვერჰემპტონი'' და "ემპოლი" დაამარცხა, ნახევარფინალში კი "ფეიენოორდი" 5:1 გაანადგურა. ნახევარფინალში თბილისელთა მხრიდან გოლები გეგიაძის, აბუაშვილის, გაგნიძის, იობაშვილისა და კობახიძის ანგარიშზეა. ჰოლანდიურმა გუნდმა ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:1 გახდა, რასაც დინამოელთა სამი გოლი მოჰყვა.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები