გუარდიოლა:''გენიოსი ვარ გამარჯვების შემდეგ და კატასტროფა მარცხის შემდეგ?''
Aa
Aa

გუარდიოლა:''გენიოსი ვარ გამარჯვების შემდეგ და კატასტროფა მარცხის შემდეგ?''

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში ''მანჩესტერ სიტიმ'' ფილ ფოდენის ერთადერთიგოლით ''ტოტენჰემი'' დაამარცხა. ''ქალაქელებმა'' ჩემპიონთა ლიგაზე ''ტოტენჰემთან'' განცდილი მარცხის შემდეგ რევანში აიღეს.

''მანჩესტერ სიტის'' კატალონიელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: ''ასე რომ ახლა გენიოსი ვარ, რადგან ფოდენმა გამარჯვების გოლი გაიტანა? მაგრამ ლონდონში დელფი ვათამაშე და მან კატასტროფულად ითამაშა? გენიოსი ვარ გამარჯვების შემდეგ და კატასტროფა მარცხის შემდეგ?

ყოველი მარცხის შემდეგ თქვენ მეკითხებით ვაპირებ თუ არა გუნდის სათამაშო სისტემის შეცვლას. თქვენ ყოველთვის ელოდებით მარცხს, რომ გამასამართოთ და მკითხოთ: ''ოჰ პეპ, ჯერ კიდევ გჯერა რასაც აკეთებ? გეგმავ სათამაშო სისტემის შეცვლას?

პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი კონკურენტი ''ლივერპული'' ძალიან ძლიერია. ამ ფორმაციის ''ლივერპული'' საუკეთესოა, რაც კი ცხოვრებაში მინახავს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები