ქართველი ჰოკეისტები ამერიკულ ლიგებში? - საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადა
Aa
Aa

ქართველი ჰოკეისტები ამერიკულ ლიგებში? - საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადა

საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 ბ დივიზიონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ კორეის ნაკრებთან გამართავს. აღნიშნულ მატჩამდე ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ჩიკაგოში გამართული შეკრების შესახებაა საუბარი. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მცხოვრები ქართველი კოსტა ებანოიძე მზადაა საქართველოდან წაიყვანოს ჰოკეისტი და აცხოვროს მასთან სახლში ერთი თვის განმავლობაში, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სახის ვარჯიშებში. გარდა ამისა, შეკრებაზე იმყოფებოდა ტობი ობრაიენი, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს ყინულის ჰოკეიში. მათ შორის ბოლო 13 წელი NHL-ის სხვადასხვა გუნდების სკაუტად მუშაობდა. დიდი ალბათობით, ეროვნული ნაკრების 3-4 მოთამაშეს წაიყვანს ამერიკაში სხვადასხვა დონის ლიგაში სათამაშოდ.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

''მოგესალმებით!
ბოდიშს გიხდით ასეთი უყურადღებობისთვის მსოფლიო ჩემპიონატის წინ...

გვსურს შეგახსენოთ, რომ, ხვალ, 22 აპრილს, საქართველოს დროით 01:30-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ბ დივიზიონის პირველ შეხვედრას გამართავს, სადაც დაუპირისპირდება ჩრდილოეთ კორეის ეროვნულ ნაკრებს.

უპირველეს ყოვლისა გვსურს უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ამერიკაში მცხოვრებ ქართველს, კოსტა ებანოიძეს,  რომელმაც მიიწვია ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ქალაქ ჩიკაგოში და სრულად უზრუნველყო მათი საწვრთნელი ვარჯიშების ორგანიზება. კოსტა ებანოიძის შვილი, რომელიც არის 13 წლის, ერთ-ერთ პერსპექტიულ ჰოკეისტად ითვლება ილინოისის შტატში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არა კოსტა ებანოიძე, ზემოთაღნიშნული შეკრება ნამდვილად ვერ შედგებოდა, მან შეძლო მოეხდინა ის, რისი წარმოდგენაც არც კი შეგვეძლო. შეკრებაზე მრავალ დადებით მოვლენასთან ერთად, ამ ეტაპზე, გამოვარჩევდით ორს.
1) კოსტა ებანოიძე მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოდან წაიყვანოს ჰოკეისტი და აცხოვროს მასთან სახლში ერთი თვის განმავლობაში, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებში.
2) შეკრებაზე იმყოფებოდა ტობი ობრაიენი, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს ყინულის ჰოკეიში. მათ შორის ბოლო 13 წელი NHL-ის სხვადასხვა გუნდების სკაუტად მუშაობდა. დიდი ალბათობით, ეროვნული ნაკრების 3-4 მოთამაშეს წაიყვანს ამერიკაში სხვადასხვა დონის ლიგაში სათამაშოდ.

ასევე განსაკუთრებულად გვსურს უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ბესა ცინცაძეს, რომელმაც საკუთარ 50 წლის იუბილეზე თავისი დაბადების დღე მთლიანად დაუთმო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. კერძოდ, მთელი დღის განმავლობაში ავარჯიშებდა ბავშვებს და ვარჯიშებიდან შემოსული თანხა სრულიად გადასცა ეროვნულ ფედერაციას. გვურს აქვე აღვნიშნოთ რომ ფედერაციისთვის გადმოცემული თანხა სრულიად მოხმარდა ეროვნული ნაკრების ეკიპირებას, ე.წ. ''ციგურების რკინების'' მარაგს, ყინულის ჰოკეის ჯოხებს და სპორტული კვების დანამატებს, რაც ამ ეტაპისთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ბ დივიზიონში მონაწილეობის მისაღებად.

უღრმესი მადლობა Barrington Ice Arena-ს, რომლის დარბაზის თითო კუთხეში იგრძნობოდა თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ ზემოთაღნიშნულ არენაზე ყინულის ჰოკეის.

უღრმესი მადლობა გვსურს გადავუხადოთ Chicago Diplomat Cafe-ს, განსაკუთრებით მისი ქართველი პარტნიორის ოქსანა იმან დუგლასის სახით, რომლებმაც იზრუნეს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების კვებაზე.

არ შეგვიძლია დიდი აღტაცებით არ აღვნიშნოთ სასტუმრო, რომელშიც განთავსებული იყო ეროვნული ნაკრები, Country Inn & Suites by Radisson, Hoffman Estates, IL სასტუმროს პერსონალმა სრულიად გადააჭარბა მოლოდინს. 15 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით, მთლიანი სასტუმროს პერსონალი მოწოდებული იყო რამით დახმარებოდა ეროვნული ნაკრების წევრებსა და პერსონალს, ეხებოდა ეს ტრანსპორტირებას, კვებას თუ რაიმე სხვა დეტალს.

გვსურს კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, რომლებიც გვერდში გვიდგანან და მონაწილეობას იღებენ საქართველოში ყინულის ჰოკეის განვითარებაში.''

ცხელი ამბები