ბურჯანაძის ორმაგი დუბლი და მნიშვნელოვანი გამარჯვება
Aa
Aa

ბურჯანაძის ორმაგი დუბლი და მნიშვნელოვანი გამარჯვება

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა ''დელტეკომ'' მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ბექა ბურჯანაძის გუნდმა თად მაკფადენის "ხუვენტუდი" 89:86 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პარკეტზე გატარებულ 28 წუთსა და 29 წამში ბურჯანაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 19 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრაა. ასევე, მან 10-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტით ბურჯანაძე ორივე გუნდის მხრიდან მხოლოდ ორ კალათბურთელს ჩამორჩა.

რაც შეეხება მაკფადენს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ''ხუვენტუდის'' შემადგენლობაში პარკეტზე 24 წუთი და 21 წამი დაჰყო. მის ანგარიშზე 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასია.

ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე "ბრეგანი", მურსია" და ბურჯანაძის გუნდი ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან. თითოეულის ანგარიშზე 8 გამარჯვებაა. აღნიშნული 3 გუნდიდან ერთი საუკეთესო მიზანს მიაღწევს, ორი კი დაქვეითდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები