''დინამომ'' ჰოლანდიური კლუბი დაამარცხა და ფინალშია!
Aa
Aa

''დინამომ'' ჰოლანდიური კლუბი დაამარცხა და ფინალშია!

ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში თბილისის ''დინამოს'' 15-წლამდე გუნდმა ჰოლანდიური ''ფეიენოორდის'' შესაბამისი ასაკობრივი გუნდი 5:1 დაამარცხა. თბილისელთა მხრიდან გოლები გეგიაძის, აბუაშვილის, გაგნიძის, იობაშვილისა და კობახიძის ანგარიშზეა.

ჰოლანდიურმა გუნდმა ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:1 გახდა, რასაც დინამოელთა სამი გოლი მოჰყვა.

ფინალურ შეხვედრაში ''დინამოს'' მეტოქე იტალიური ''ემპოლი'' იქნება. მატჩი 21 აპრილს ''დინამოს'' აკადემიის მინდორზე 17:00 საათზე დაიწყება.

ფოტო/ვიდეო: fcdinamo.ge 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები