იბრას ქანდაკება, ეიფელის კოშკის მაგივრად!
Aa
Aa

იბრას ქანდაკება, ეიფელის კოშკის მაგივრად!

„პარი სენ ჟერმენის“ ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩვეულ სტიქიაშია. როგორც მოგეხსენებათ, შვედი საფრანგეთში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყველას სურს, რომ იგი ამჯმინდელ კლუბში დარჩეს. ეს კი ზლატანმა სათავისოდ გამოიყენა და მთლიანად პარიზს, საკმაოდ ორიგინალური ულტიმატუმი წაუყენა.

„ძალიან ბედნიერი ვარ ისეთი ფანტასტიკური ფეხბურთელების გვერდით თამაშით, როგორებიც „პარი სენ ჟერმენში“ ასპარეზობენ. მიუხედავად ამისა, არ ვიცი კიდევ რამენი ხანი გაგრძელდება ეს. სავარაუდოდ გუნდს სეზონის ბოლოს დავტოვებ. მე ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, თუმცა აზრს იმ შემთხვევაში შევიცვლი, თუ „ეიფელის კოშკს“ ჩემი ქანდაკებით ჩაანაცვლებენ. ეს „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობას ნამდვილად არ შეუძლია, მაგრამ თუ გამოუვათ, მაშინ პირობას ვდებ, რომ დავრჩები“ – განაცხადა ზლატანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები